“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ოცეული ცნობილია. კანდიდატები რამდენიმე წუთის წინ პარტიამ სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა. ესენი არიან:
- გიორგი გახარია – საქართველოს მოქმედი პრემიერმინისტრი და ქართული ოცნების პრემიერობის კანდიდატი
- არჩილ თალაკვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
- ირაკლი კობახიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
- თეა წულუკიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
- მამუკა მდინარაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
- კახა კუჭავა – საქართველოს პარლამენტის წევრი
- გიორგი კახიანი – საქართველოს პარლამენტის წევრი
- მარიამ ქვრივიშვილი – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
- მიხეილ სარჯველაძე – იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
- მაია ბითაძე – თბილისის მერის მოადგილე
- მიხეილ დაუშვილი – ბიზნესომბუდსმენი
- გიორგი ამილახვარი – თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორი
- ვიქტორ სანიკიძე – კალათბურთელი
- მაკა ბოჭორიშვილი – ევროკავშირში, ბელგიასა და ლუქსემბურგში ელჩის მოადგილე
- შალვა პაპუაშვილი
- დავით კაჭარავა – რაგბისტი, რაგბის ეროვნული ნაკრების კაპიტანი
- ნიკოლოზ სამხარაძე
- გიორგი ხელაშვილი – საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი
- მარიამ ლაშხი – ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი
- ბექა დავითულიანი – თბილისის საკრებულოს წევრი.
უკვე ცნობილია, ვინ იბრძოლებს მმართველი პარტიის სახელით რეგიონებშიც – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები “ქართულმა ოცნებამ” თბილისსა და რეგიონებში 20 ივლისს წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.