“ქართულმა ოცნებამ” პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა

648

“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენისას პრემიერობისკანდიდატად მოქმედი პრემეირმინისტრი გიორგი გახარია დასახელდა.

“საპარლამენტო დემოკრატიაში მიღებულია საარჩევნო სიის პირველ ნომრად პრემიერმინიტრობის კანდიდატის დასახელება, “ქართული ოცნება” არ ასახელებს პრემიერმინიტრობის კანდიდატს, ჩვენ ვასახელებთ მომავალ პრემიერმინიტრს. ადამიანს, რომელსაც საუკეთესოდ გამოარჩევს სწორედ პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი, რომელსაც აქვს ლიდერობისა დ ამართვის გამორჩეული უნარი, ეს არის მოქმედი და მომავალი პრემიერმინიტრი გიორგი გახარია”, – განაცხადა პარლამენტის თავჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს “ქართულმა ოცნებამ” თბილისსა და რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა.

31 აგვისტოს კი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, არჩევნების გამოცხადების აქტს ხელი მოაწერა და საქართველოს პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერს დანიშნა.