„ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებში ბლოკის სახით მიიღებს მონაწილეობას

784

„ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებში ბლოკის სახით მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით დეტალებს საზოგადოება მალე შეიტყობს.

„კანონის შესაბამისად იქნება ჩვენს მიერ წარდგენილი სია. ახლა უკვე ფაქტობრივად მთავრდება, დარჩა ერთი – ორი ოლქი და დავიწყებთ მაჟორიტარების წარდგენას, შემდეგ იქნება პარტიული სიის პრეზენტაცია, ოღონდ ეს უფრო მოგვიანებით. ჯერ მაჟორიტარობის კანდიდატების გაცნობის პროცესი მოხდება.

იქნება დიდი ბლოკი, მას შეუერთდება რამდენიმე პარტია ,”- განაცხადა გოცირიძემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა ბლოკში „რესპუბლიკური პარტია”, გოცირიძე აცხადებს, რომ ბლოკის შემადგენლობის შესახებ საზოგადოება მალე შეიტყობს.