რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჭითაწყაროსა და რუხის სოფლებში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე და სოფელ დარჩელში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე.
„სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. საბავშვო ბაღებში მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოებიც. ყველა შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობის და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 56 საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტენდერებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე.