დეკანოიძე: ჩვენთან შედარებით ყველა ოპოზიციური პარტია პატარაა. “ენმ” არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია

310

“ევროპული საქართველო” ჩვენთან შედარებით პატარა პარტიაა. ჩვენთან შედარებით ყველა ოპოზიციური პარტია პატარაა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ გადაცემაში “ღამის მთავარი” სტუმრობისას განაცხადა და ოპოზიცური პარტიების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებზე ისაუბრა.

“არაერთხელ გამოხატეს თავიანთი განწყობა  ჩვენმა უმცროსმა მეგობრებმა, განსაკუთრებით “ევროპულ საქართველოს” ვგულისხმობ. “ევროპული საქართველო” ჩვენთან შედარებით, პატარა პარტიაა. ჩვენთან შედარებით ყველა ოპოზიციური პარტია პატარაა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.