ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, უკვე მიღებულ განკარგულებაში, რომელიც საარჩევნო პლაკატების გაკვრისათვის გამოყოფილ ადგილებს შეეხება, ცვლილებები შეიტანა. სიიდან ამოვარდა 10 სოფელში გამოყოფილი 12 ადგილი და დაემატა ორ სოფელში კიდევ ორი ადგილი. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების (პლაკატების) განთავსებასთან დაკავშირებით გამოცემული განკარგულება ახალციხის საკრებულომ 27 აგვისტოს დაამტკიცა. დოკუმენტით განისაზღვრა 47 დასახლებაში იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც პოლიტიკურ სუბიექტებს საარჩევნო პლაკატების გაკვრა შეეძლებათ.
7 სექტემბერს საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა და მიღებულ განკარგულებაში ცვლილებები შეიტანა.
„რამდენიმე სოფელში შეიცვალა ლოკაციის ადგილი და ამან გამოიწვია სხდომის გამართვა“, – განაცხადა სხდომის დაწყებისას საკრებულოს თავმჯოდმარემ გელა ნოზაძემ.
როგორც სხდომის დოკუმენტებიდან ირკვევა, ლოკაციის ადგილი შეიცვალა მთლიანობაში 12 სოფელში.
სიიდან ამოვარდა ადგილები და პლაკატების გაკვრა არ იქნება დაშვებული:
აწყურში – გზის საყრდენ კედელზე;
კლდეში – ორმილიანის წყაროსთან მოსაცდელზე და შუა და ქვედა უბნებში მგზავრთა მოსაცდელებზე;
წყრუთში – წყაროსთან არსებულ კედელზე;
სხვილისში – ამბულატორიის შენობის ფასადზე;
წყალთბილაში – ძველი მეურნეობის ავტოფარეხის შენობის ფასადსა და სკვერის ღობეზე;
დიდ პამაჯში – სკოლის ღობეზე;
წყრუთში, წყაროსთან არსებული კედელი ამოვრადა;
სხვილისში ამბულატორიის შენობის ფასადი;
ზემო სხვილისში რიტუალების სახლის ფასადი;
ორალში – სკოლასთან არსებულ ღობეზე;
პატარა პამაჯში – სკოლის ღობე;
საძელში – ყოფილი ამბულატორიის შენობის კედელი;
წყორძაში – ახალშენის წყლის გამანაწილებდის შენობა;
ეს ის ადგილებისა, სადაც პლაკატის განთავსების შემთხვევაში პარტია დაჯარიმდება.
რაც შეეხება იმ ადგილებს, რომლებიც განკარგულებიდან დამტკიცებულ სიას დაემატა, ასე გამოიყურება:
ზემო სხვილისში – რიტუალების სახლის ფასადი;
ანდრიაწმინდაში – მგზავრთა მოსაცდელის საინფორმაციო დაფა;
საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, ლოკაციების პირველი ვარიანტი ძველი რედაქცია იყო და დამტკიცებისას შეცდომები გაიპარა, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო მასში ცვლილბებეის შეტანა.
„ზოგადად ის შენობა-ნაგებობა, რომელიც არსებობდა, ფიზიკურად აღარ არსებობს, ტექნიკურად გაგვეპარა ეს მომენტი. ცვლილებების სახით დაემატება რამდენიმე და რამდენიმე ამოვარდება. ეს იმიტომ, რომ შეცდომაში არ შეგვეყვანა ის სუბიექტები, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. თუ უადგილო ადგილზე იქნება პლაკატები გაკრული, შემდეგში სანქციები იმოქმედებს“, – ამბობს ნოზაძე.