ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

590

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ცნობით, ქალაქის ცენტრში, სააკაძის ქუჩაზე ტერიტორია მოასფალტდება და საპარკინგე ზონა მოეწყობა,ამის პარალელურად მესხეთის ქუჩაზე საყრდენი კედლის რეაბილიტაცია მოხდება.

პროექტის მიხედვით, საყრდენი კედლის იერსახე მოწესრიგდება, გაკეთდება შუშის ღობე, ტერიტორია გამწვანდება და დამონტაჟდება გარე-განათება.

საყრდენი კედლის მიმდებარედ განთავსდება სკამები. მოეწყობა კომფორტული ავტობუსის მოსაცდელი.