ადიგენის მუნიციპალიტეტში მლაშე–ფლატეს 1575 მეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულებულია.
პროექტის ფარგლებში მოიჭრა არსებული გათიხიანებული გრუნტი, გზა მოიხრეშა და გაკეთდა საფუძველი, დაიგო ორი ფენა ასფალტი, გაკეთდა სანიაღვრე არხები და მილ–ხიდები, მოეწყო ეზოში შესასვლელი ცხაურები,დაიგო ასფალტი რიტუალების სახლის მიმართულებით და მის მიმდებარედ.
დასრულებული სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ ადგილზე მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა, შესრულებულ სამუშაობთან დაკავშირებით მოსახლეობა კმაყოფილებას გამოთქვამს, აღსანიშნავია რომ აღნიშნულ გზას რეაბილიტაცია პირველად ჩაუტარდა.