თბილისში, გლდანში გზის საფარის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

473

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, გზის მოწესრიგების სამუშაოები კონსტანტინე ლესელიძის ქუჩიდან მეექვსე მიკრორაიონის დამაკავშირებელ მონაკვეთზე სრულდება.

თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ბორდიური მოეწყო და ასფალტის საფარი იგება. სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, 138 000 ლარი არის გათვალისწინებული.