გლდანის რაიონის გამგეობა სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციას აგრძელებს. ამჯერად, არსებული სკვერის რეაბილიტაცია ანდრონიკაშვილის ქუჩაზე N93-95-თან დასრულდა.
თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 1 200 კვ.მეტრამდე ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონა, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 110 519 ლარი დაიხარჯა.