„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონში, 26 მაისის ქუჩაზე, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით წყალსადენის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ახლით იცვლება 4 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები.
„წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წყლის წნევის რეგულატორები მონტაჟდება, ასევე მოეწყობა სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად სოფელ გლდანში 26 მაისის, გორგასლის, ჩოლოყაშვილის, ყაზბეგის და მიმდებარე ქუჩების 600-ზე მეტ აბონენტს მნიშვნელოვნად გააუმჯობესდება წყალმომარაგება.
26 მაისის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის განახლება „ჯივიპის“ 2022 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია.
სარეაბილიტაციო პროექტში კომპანია 1,2 მლნ. ლარის ინვესტიციას ახორციელებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.