გლდანის რაიონში ავტოფარეხების დემონტაჟის შედეგად კიდევ ერთი ახალი სკვერი მოეწყო

277

გლდანის რაიონში, მესამე მიკრორაიონის მე-12, მე-13, მე-13ა კორპუსებთან, ავტოფარეხების დემონტაჟის შედეგად, კიდევ ერთი ახალი სკვერი მოეწყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მოსახლეობის ჩართულობით, აღნიშნული კორპუსების მიმდებარედ 45-მდე ავტოფარეხისა და უსახური შემოღობვების დემონტაჟი განხორციელდა, რის შემდეგაც მოწესრიგდა შიდა ეზო და მოეწყო საპარკინგე სივრცეები. 1 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე კი სკვერის მოეწყო, ბავშვთა გასართობი ზონებით, ფიტნეს სივრცით, მოსასვენებელი პავილიონით, საბავშვო ატრაქციონებით. სკვერში დამონტაჟდა გარეგანათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით, 320 888 ლარი დაიხარჯა.