ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ხატია დეკანოიძე მთავარი არხის ეთერში აცხადებს, რომ მას უთვალთვალებენ.
“მანამდეც არ გვაკლდა თვალთვალი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ძალიან სერიოზული საფრთხე დაინახეს, მე რამდენიმე დღის წინ მივიღე ძალიან ვრცელი შეტყობინება, ფურცელზე დაწერილი შეტყობინება… ოპერატიული მანქანის ნომრებია ჩამოთვლილი, როგორ გვითვალთვალებენ მე, ჩემი ოჯახის წევრებს. მათ შორის, ჩემს მეგობრებსაც პარტიაში და იმ ლიდერებს, ვინც არიან პარტიაში, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს გუნდშია”, — აცხადებს ხატია დეკანოიძე.
26 აგვისტოს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე დაასახელა.