თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საირიგაციო ქსელზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

387

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგებას ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი ეკალ-ბარდებისა და დანალექი გრუნტისაგან იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, მუნიციპალიტეტში 700 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით 8 სოფლის (ტბისი, ფარცხისი, ბოგვი, ჯორჯიაშვილი, ასურეთი, ერტისი, ვაშლოვანი, კოდა) მოსახლეობა ისარგებლებს.

სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.