“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მურთაზ ზოდელავა დაასახელა. მისი კონკურენტი მმართველი პარტიიდან ირაკლი ხახუბია იქნება,”ევროპული საქართველოდან” კი გიგა ბოკერია.
მურთაზ ზოდელავა 2009-2012 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორი იყო.
2009-2010 წლებში საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.
2008-2009 წლებში საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი.
2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად მუშაობდა.
2007–2008 წლებში საქართველოს პროკურატურაში, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსია.
2005–2007 წლებში კი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, კადრების სამსახურის უფროსის მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურის ანალიზისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი.