გორში გურამ გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლა ახალ სეზონს გამართული ინფრასტრუქტურით ხვდება

812

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფეხბურთის კლუბ “გორის” ბალანსზე არსებული სამი სპორტული მოედნისა და ღვაწლმოსილი მწვრთნელის გურამ გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლის შენობის რეაბილიტაცია მალე დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოები გორის ვიცე მერმა დაათვალიერა.

„აღნიშნულ საფეხბურთო მოედნებსა და სკოლის შენობას ათეული წლებია სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. სკოლა ახალ სეზონს მნიშვნელოვნად გამართული ინფრასტრუქტურით ხვდება, რაც ვარჯიშის მსურველი ბავშვების რიცხვს საგრძნობლად გაზრდის. სკოლის ადმინისტრაცია სექტემბრიდან 400-ზე მეტ ბავშვს ელოდება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობაა. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე.“- აღნიშნა თამაზ შიოშვილმა.

რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნული ა(ა)იპისთვის გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში გამოიყო.

ორგანიზაციის დირექტორის გია ისიანის განმარტებით, სამუშაოების ღირებულებამ 52 000 ლარი შეადგინა.