გორელი მოზარდები, რომლებსაც კინგ ბოქსის, მკლავჭიდისა და კრივს შესწავლა სურთ, ახალი სპორტული დარბაზებით ისარგებლებენ

461

გორელი მოზარდები, რომლებსაც კიკბოქსინგის, მკლავჭიდისა და კრივის შესწავლა სურთ, მალე ახალი, შესაბამისი ინტერიერის მქონე სპორტული დარბაზებით ისარგებლებენ.

გორის მერიის ინფორმაციით, ახლა რეაბილიტირებული დარბაზები (ძირითადი და დამხმარე) კომბინატის დასახლებაში არსებული კულტურის ცენტრის შენობის (მშვიდობის გამზირი #12/ა) აღმოსავლეთ ნაწილშია განთავსებული.

“პროექტის მიხედვით ამოიცვალა ფანჯრები, კარები, იატაკი, გაილესა და შეიღება კედლები, მოეწყო თაბაშირ მუყაოს შეკიდული ჭერი, სველი წერტილები, წყალარინების და გათბობის სისტემები.

დარბაზებში, ჯერჯერობით, საჭირო სპორტული ინვენტარის ნაწილია წარმოდგენილი. უახლოეს მომავალში იგეგმება აღნიშნული სპორტული სივრცეების ინვენტარით სრულად უზრუნველყოფა .

ამ ეტაპზე, წარმოდგენილ სპორტის სახეობებს – კიკბოქსინგს, მკლავჭიდსა და კრივს, გორის მუნიციპალიტეტში 150 – მდე ახალგაზრდა ეუფლება”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.