ზუგდიდის მერია: რუხში გზის რეაბილიტაცია წელს დასრულდება

428

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, რუხში გზის რეაბილიტაცია წელს დასრულდება. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ღირებულება მილიონ ლარამდეა.

„გზა ავარიულ მდგომარეობაშია ზ. თოდუას ქუჩაზე. გზის რეაბილიტაციით კი მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 2723 მეტრს შეადგენს, სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და მეორე ეტაპი წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება 938 506 ლარს შეადგენს.

გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.