ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულში წყალგაყვანილობის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

618

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულში სოფლის კრებაზე დასმული ძირითადი პრობლემის – წყალშემკრები სისტემისა და წყალგაყვანილობის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული პრობლემა, ნახახულევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახალბედისეულში საინიციატივი ჯგუფის მიერ მოწვეულ (კრების მოწვევის შესახებ მოთხოვნა 2017 წლის 24 თებერვალს გამგებლის ბრძანების საფუძველზე დარეგისტრირდა) სოფლის საერთო კრებაზე დაისვა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ინდ. მეწარმე „ივანე უგულავა“ ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

დღეს, სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე აკვირდებოდნენ.

„შეკრებას და მსჯელობას თემის აქტუალურ საკითხებზე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები და ყოველთვის მზად ვართ ჩავერთოთ, მოვისმინოთ და გავიზიაროთ ჩვენი მოქალაქეების მოსაზრებები. სწორედ ამ პრინციპით მივუდექით აღნიშნულ საკითხს, რომელიც მათი ჩართულობით გამოიკვეთა და უახლოეს დღეებში სოფლის კრებაზე დასმული, სასამელი წყლის პრობლემა მოგვარებული იქნება“ – განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ.