დღეს ონში სერგი მეტრეველისა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის მონუმენტი გაიხსნება

650

2 სექტემბერს, „ისრაელის სახლისა“ და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ონში, კულტურის სახლის ეზოში გაიხსნება იერუსალიმის მსოფლიო ცენტრის მიერ  მართალად აღიარებული სერგი მეტრეველისა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი.

1942 წელს ნაცისტების მიერ ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქ კისლოვოდსკის დაკავებისას, სერგი მეტრეველმა, რომელიც კისლოვოდსკის ღვინის ქარხანაში მუშაობდა, რამდენიმე ებრაელი ქალაქს განარიდა და ფეხით რაჭაში, მშობლიურ უწერაში ჩაიყვანა. კისლოვოდსკში დარჩენილი ებრაელები ნაცისტებმა დახვრიტეს.

ღონისძიება ებრაული კულტურის ევროპული დღეების ფარგლებში ჩატარდება და მას მხარს უჭერს ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვის ასოციაცია AEPJ. მონუმენტის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები და ისრაელელი სტუმრები.

მონუმენტის გახსნის შემდეგ, ღონისძიების მონაწილეები გადაინაცვლებენ ონის სინაგოგაში, რომელსაც წელს 125 წელი შეუსრულდა. ის საქართველოში სიდიდით მესამეა სინაგოგაა და ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლადაა აღიარებული. დღის ბოლოს ონის კულტურის სახლში, ებრაული კულტურის ევროპული დღეების ფარგლებში, გაიხსნება „ისრაელის სახლის“ მიერ საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტოგამოფენა.