ფორუმთეატრი ონსა და ამბროლაურში – მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა დემოკრატიულ პროცესში

849

2023 წლის 26  და 27 აპრილს ონში და ამბროლაურში ევროპის საბჭოს საინფორმაციო კამპანიის „შეცვალე სცენარი- შეასრულე შენი როლი“ ფარგლებში ფორუმთეატრი და დისკუსია გაიმართება. ღონისძიების მიზანია  მონაწილეობითი დემოკრატიის ხელშეწყობა და მოქალაქეების როლის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ დონეზე.

ღონისძიება ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ევროპის საბჭოს ხილვადობის კვირეულის ფარგლებში.

26 აპრილი, ოთხშაბათი, 11 საათი – ონის კულტურის ცენტრი (კახაბერის 3), დეტალური ინფორმაცია ღონისძიების შესახებ იხილეთ ბმულზე

27 აპრილი, ხუთშაბათი, 11 საათი – ამბროლაურის კულტურის ცენტრი (კოსტავას 36) დეტალური ინფორმაცია ღონისძიების შესახებ იხილეთ ბმულზე

ღონისძიებას დაესწრებიან მოქალაქეები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკის განსაზღვრაში ადგილობრივ დონეზე. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ პერფორმანსში, ე.წ. ფორუმთეატრში და მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა მათმა ქმედებებმა იქონიოს სასარგებლო გავლენა ადგილობრივ თემზე.  პერფორმანსი წარმოაჩენს, თუ როგორ შეიძლება მცირე ინიციატივებმა და ინდივიდუალურმა ქმედებებმა მოიტანოს დიდი ცვლილებები და სარგებელი საზოგადოებისთვის. გარდა პერფორმანსისა, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ  მომხსენებლების წარმატების ისტორიები და გამოწვევები, რაც უკავშირდება ადგილობრივ დონეზე,  მუნიციპალიტეტებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობას. მონაწილეები ასევე გაეცნობიან ინოვაციურ Uchange  მეთოდოლოგიას, რომელიც გამოიყენება მოქალაქეებისთვის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების საფეხურების გაცნობის მიზნით. ღონისძიებას საქართველოში ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები (ონი- მერის მოადგილე, ამბროლაური- მუნიციპალიტეტის მერი) გახსნიან.

ღონისძიება ღიაა როგორც მედიისთვის, ასევე დაინტერესებული მოქალაქეებისთვის.

ღონისძიება ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.