ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა დასრულდა

285

წინა სტატია

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა დასრულდა.

“პროექტის ფარგლებში, აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტის მუზეუმი. შენობაში გათვალისწინებულია მუდმივი ექსპოზიციის და დროებითი გამოფენების ორსინათლიანი დარბაზები და ფონდსაცავები, საკონფერენციო დარბაზი სცენით და სინქრონული თარგმანის ოთახით.

მუზეუმს აქვს სივრცეები ბიბლიოთეკისა და მედიათეკისათვის, ბავშვთა საგანმანათლებლო ზონა, საგამოფენო ადმინისტრაცია, ფონდსაცავები და დამხმარე სათავსოები”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, ახლადაშენებულ შენობაში განთავსდება საინფორმაციო, ბილეთების და სამუზეუმო მაღაზია, კაფე და სპეციალური კუთხეები გიდებისათვის.

პროექტის ფარგლებში, კეთილმოეწყო მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაც.

https://www.facebook.com/GeorgianDreamOfficial/posts/pfbid02U4h3vufiaYNfRgY64cYLDhTFVCFKbvQQGmCbL98hVH8fx4JXrXTBZhJsw1ReDKp4l