ლილიანა მაისურაძე 10 წლის წინ მშობლიურ ონში დაბრუნდა და დონორთა მხარდაჭერით, სოციალური საწარმო „ედენა“ შექმნა.
„ედენამ“, ამ 10 წლის მანძილზე, არაერთი ქალი გადაამზადა, აქვე დაასაქმა და ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობა ასწავლა.
იცით, რა არის ედენა? ეს ის მყვინვარია, საიდანაც მდინარე რიონი იღებს სიცოცხლის ძალას. მსგავსი ძალა აღმოჩნდა სოციალური საწარმო „ედენაც“, რომელმაც დაცლის საფრთხის წინაშე მდგარ ონის მუნიციპალიტეტს ახალი სიცოცხლე შემატა. ლილიანა გვიყვება, როგორ დაბრუნდა მშობლიურ ონში, როგორ დააარსა სოციალური საწარმო „ედენა”, როგორ შეძლო ათობით ქალის ცხოვრებისა და ადგილობრივი საზოგადოების ცვლილება დონორთა მხარდაჭერით.



































