ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე 1-კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ლიკანის დასახლებაში სასტუმრო „რიქსოსიდან“ ე.წ. დიდ ხიდამდე განხორციელდა.
„მესხეთის ქუჩა ცენტალურ მაგისტრალს წარმოადგენს, სადაც საფეხმავლო ბილიკი წლების განმავლობაში დაზიანებული იყო და მოსახლეობის გადაადგილებისათვის პრობლემას წარმოადგენდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო ასფალტ-ბეტონის ტროტუარები, ბორდიურები, შეკეთდა ქუჩაზე არსებული მოსაცდელი, მოეწყო ორცხაურიანი კომბინირებული სანიაღვრე ჭა, რის შემდეგ მოსახლეობა მოწესრიგებული საფეხმავლო ბილიკით ისარგებლებს. ტროტუარი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის. სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 104 940 ლარი გაიხარჯება”, – განაცხადა დიმიტრი ყიფიანმა.
გამგებლის განმარტებით, ამჟამად ფეხით სავალი ნაწილის მოწყობა ქალაქის ცენტრში გამსახურდიას და 9 აპრილის ქუჩებზე მიმდინარეობს.
წყარო: ინტერპრესნიუსი