პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას კახეთით იწყებს.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პირველი შეხვედრა 10 აგვისტოს, 11:00 საათზე, თელავში გაიმართება. მმართველი პარტია თელავის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს. წარდგენას „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და “ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან.
14:00 საათზე პარტიის ლიდერები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად ახმეტის მოსახლეობას შეხვდებიან.