„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შალვა კერესელიძე წინასაარჩევნო კამპანიას მცხეთაში აგრძელებს.
ამჯერად დეპუტატობის კანდიდატი წოდორეთის, ლისის და მსხალდიდის სოფლების მოსახლეობას მხარდამჭერებთან და „ქართული ოცნების“ დეპუტატთან დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად შეხვდა.
შალვა კერესელიძემ ადგილობრივი მოსახლეობისგან არსებული პრობლემები პირადად მოისმინა და გამარჯვების შემთხვევაში მათ გვერდში დგომას დაპირდა.
წოდორეთში, ლისსა და მსხალდიდში მცხოვრებ ადგილობრივებს, ძირითადად სასმელი წყლის პრობლემა აწუხებთ.
„2021 წლის და შემდგომი ბიუჯეტი აუცილებლად იქნება შედგენილი მოსახლეობიდან წამოსული იმ პრობლემების და ინიციატივების გადასაწყვეტად, რაც მათ აწუხებთ,“- განაცხადა შალვა კერესელიძემ.
შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” 20 ივლისს შალვა კერესელიძე მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა პოლიტიკურ თანამდებობები 1 აგვისტოს დატოვეს.