ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

501

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ქართული წიგნები ჩაიტანა.

პატარა ქართული ბიბლიოთეკები ხორენიაში, ალასტანში, გოკიოსა და ვარევანში მოეწყო. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა წიგნები სოფლებში თავად ჩაიტანეს.

„მალე სხვა ოთხ სოფელსაც ვესტუმრებით და ნოემბრის ბოლოს ამ რაიონის ყველა სოფლის სკოლაში ჩვენი კვალი იქნება. წიგნის კვალი“, – წერს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.