ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, – ამის შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გააჟღერა.
მისი თქმით, ბიბლიოთეკის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საცავები. პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდება და პროექტირების სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება.
ცნობისთვის, ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა ამ დროისთვის ავარიულ შენობაშია.