ბორჯომის საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ბორჯომის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, სრულად განახლდება შენობის ფასადი. შეიცვლება საკომუნიკაციო სისტემა, კარ-ფანჯარა, მოეწყობა სახანძრო სიგნალიზაცია, შენობა გადაიხურება ახალი სახურავით. ასევე, გარემონტდება ოთახები.
საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 189 500 ლარია გამოყოფილი.
“ბორჯომში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი – საბავშვო ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია განხორციელდება. ეს იყო მოძველებული სივრცე, ამიტომ, სრულად განახლდება შენობა, რათა ბავშვებმა კომფორტულ პირობებში შეძლონ განათლების მიღება,” – განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, ოთარ არბოლიშვილმა.