ზურაბ ჯაფარიძე: “ქართულ ოცნებას” მეტი ფანტაზია არ აქვს და მოიფიქრეს, რომ ფინანსური პრობლემები შემიქმნან, ყადაღა დამადეს ყველა ანგარიშზე

579

წინა სტატია

შემდეგი სტატია

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ “გირჩის” ლიდერის ანგარიშებს, ძველი ჯარიმების გადაუხდელობის გამო ყადაღა დაადო. პარტიის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ფაქტს იმას უკავშირებს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ამ გზით მისთვის ფინანსური პრობლემების შექმნას ცდილობს.

“მაქვს რამდენიმე ჯარიმა, მათ შორის 2000 და 3000 ლარიანი. არის ისეთი ჯარიმებიც, რომელიც ორი წლის წინ დამაკისრეს. აქამდე სახელმწიფოს არ გახსენებია, რომ მოეკითხა ამ ჯარიმებისთვის და აღსრულება დაეწყო, ამიტომ გასაგებია, რომ ეს არ არის დამთხვევა.

ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ დღეს დილით განცხადება გავავრცელე და დავასახელე საკუთარი თავი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად. ასევე მაქვს შანსი, რომ ვიყო ერთიანი ოპოზიციური კანდიდატიც.

ამ ყველაფერს პირდაპირ ვუკავშირებ ამ ამბავს იმიტომ, რომ მეტი ფანტაზია “ქართულ ოცნებას” არ აქვს და პირველი რაც მოიფიქრეს არის ის, რომ ფინანსური პრობლემები შემიქმნან, ამიტომ ყადაღა დამადეს ყველა ანგარიშზე”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.