ჯაფარიძე: გადავწყვიტე, „გირჩის“ სახელით კენჭი ვიყარო დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში

572

პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს.

ჯაფარიძის განმარტებით, „გირჩმა“ მაჟორიტარულ არჩევნებში ჩართვის გადაწყვეტილება თბილისის 6 ოქლის გარდა, სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესის გართულების გამო მიიღო.