ბორჯომის საკრებულოს დეპუტატმა გიორგი გიუაშვილმა “ლეიბორისტული პატიიდან” წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც იგი ამბობს, პარტიას “იდეურად, შინაარსობრივად და აზრობრივად” დაშორდა.
გიუაშვილი აცხადებს, რომ ბორჯომის საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სახელით განაგრძობს მუშაობას. იგი “ლეიბორისტული პარტიის” წევრი 2014 წლიდან იყო.
“მიუხედავად ჩემი ყოველდღიური საკმაოდ აქტიური პოლიტ.სოც. საქმიანობისა, როგორც ბორჯომის საკრებულოს დეპუტატს, ამ თვეების მანძილზე ალბათ შესამჩნევი იყო ყველასათვის, რომ ფაქტიურად შეწყვეტილი მქონდა პარტიული საქმიანობა, ლეიბორისტულ პარტიას ვგულისხმობ, რომლის წევრიც ვიყავი 2014 წლიდან.
აღნიშნული ნაბიჯის გადასადგმელად ძალიან ბევრი, საფუძვლიანი და სამართლიანი მიზეზები მქონდა, თუმცა ამ ეტაპზე (და იმედია შემდეგშიც დროის დაკარგვას და ამ თემებზე საუბარს არ ვაპირებ, არც არავისთან დაპირისპირების და ბრალდებების რეჟიმში ჩადგომას არ ვგეგმავ, როგორც ჩვევიათ ლეიბორისტებისგან წამოსულ ყოფილ წევრების უმეტესობას. პირიქით, უამრავი ახლობელი და მეგობარი ადამიანი მრჩება აღნიშნულ პარტიაში, რომლებსაც მხოლოდ წარმატებას და მეტ გამბედაობას, პრინციპულობას ვუსურვებ!
რა ვქნა, უბრალოდ დავშორდი იდეურად, შინაარსობრივად, აზრობრივად პარტიულ ხელმძღვანელობას, როგორც შიდა პარტიულ, ისე ზოგადად პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში!
ვრჩები ბორჯომის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატად ჯერჯერობით!”, – წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე გიორგი გიუაშვილი.