ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
პროექტის მიხედვით მოეწყობა შიდა ინფრასტრუქტურა, მათ შორის წიგნსაცავი ოთახები, მოწესრიგდება სველი წერტილები. დაწესებულებაში უკვე შეიცვალა კარ – ფანჯრები. რეაბილიტაცია უტარდება ბიბლიოთეკის ორ ოთახს. ერთ – ერთში კი სამომავლოდ უსინათლო ადამიანებისთვის შესაბამისი კუთხე მოეწყობა.
ცენტრალური ბიბლიოთეკის რეაბილიტაციაზე 13 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაოები დღეს გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ დაათვალიერა.