6 თვეში მთაწმინდის რაიონში შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 5,6 მლნ ლარი დაიხარჯა

295

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ 2020 წლის 6 თვის ანგარიში წარმოადგინა.

მთაწმინდის გამგეობის ცნობით, 2020 წლის 6 თვის განმავლობაში მთაწმინდის რაიონში შესრულებული სამუშაოებისთვის ჯამში 5 644 695.12 ლარი დაიხარჯა.

შესრულებული სამუშაოებია:

საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 14948.31 კვ.მ ფართობზე;

საგზაო ინფრასტრუქტურა პირველად მოწესრიგდა ოქროყანაში, მეფუტკრეობის და ამაღლების ქუჩებზე. პროექტის ფარგლებში დაიგო ორფენიანი ასფალტის საფარი, მოეწყო ტროტუარი და ბორდიური. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 684 280 ლარი გამოიყო;

მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 6 სკვერს;

მოეწყო გრუნტის დამჭერი 5 კედელი;

კოჯორში, ბარათაშვილის ქ. №3-ში, 6 გრძივი მეტრის რკინა-ბეტონის კედელი მოეწყო. პროექტი ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს. პროექტის ღირებულება 103 800 ლარია;

მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 6 სპორტულ მოედანს;

გ.რჩეულიშვილის ქუჩაზე 750 კვ.მ ფართობზე სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 434 ლარი გამოიყო;

კეთილმოწყობის სხვადასხვა სამუშაო განხორციელდა 122 მისამართზე;

გამწვანებისა და მცენარეთა-მოვლა პატრონობის სამუშაოები ჩატარდა 170 მისამართზე;

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა 74 პროექტი;

3 მისამართზე დასრულდა ავარიული შენობების კაპიტალური გამაგრება;

ვერაზე, იაკობ ნიკოლაძის ქ. N4-ში, საცხოვრებელი სახლი კაპიტალური გამაგრდა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა კონსტრუქციული ელემენტების – საძირკველისა და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება, ასევე, ფანჯრების ღიობების მოჩარჩოება. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 206 000 ლარი გამოიყო.