სამგორის რაიონის გამგეობამ 2020 წლის 2 კვარტალში შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი გაავრცელა.
შესრულებული სამუშაოებია:
საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 43 570 კვ.მ ფართობზე;
სკვერი 9 მისამართზე მოეწყო;
სამხედრო ქალაქი მულტიფუნქციური სკვერი მოეწყო; 5 200 კვ.მ ფართობზე განთავსდა სკეიტ მოედანი, საბავშვო ატრაქციონები, ფიტნეს ზონა, ჩოგბურთის მაგიდა, სპორტული მოედანი, დასასვენებელი პავილიონები და სკამები.
ტრენაჟორები 27 მისამართზე დამონტაჟდა;
სპორტული მოედნები მოეწყო 10 მისამართზე;
მიწისქვეშა კომუნიკაციებს რეაბილიტაცია 19 მისამართზე ჩაუტარდა;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 150 პროექტი განხორციელდა;
მოწესრიგდა 40 საცხოვრებელი კორპუსის სახურავი;
რეაბილიტაცია ჩაუტარდა 16 ლიფტს;
22 მისამართზე განხორციელდა სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები და რეაბილიტირდა საერთო სარგებლობის კიბე;
საცხოვრებელი ფართები 7 მისამართზე 44 ოჯახს დაუკანონდა;
2020 წლის 2 კვარტალში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 13 003 260 ლარი დაიხარჯა.