ისნის რაიონში, გორგასლისა და ბერიძის ქუჩებზე ასფალტი დაიგო

381

კრწანისში, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, საგზაო სამუშაოები სხავადასხვა მისამართზე პარალელურად ხორციელდება. რამდენიმეზე კი, უკვე დასრულდა.

გორგასლის ქუჩაზე N111-ის მიმდებარედ ასფალტის ახალი საფარი 1200 კვ.მ-ზე დაიგო, მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია და მოეწყო ბორდიურები.

სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 45 000 ლარი გამოიყო.

„საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სწორედ ამიტომ 2018 წლიდან დღემდე კრწანისის რაიონში ასფალტის საფარი 300 მისამართზე მოვაწესრიგეთ, სადაც საჭიროება მოითხოვდა გამოვცვალეთ სანიაღრე ქსელიც. ამ ეტაპზე საგზაო სამუშაოები ერთდროულად ხუთ მისამართზე დასრულდა, დაგეგმილ მისამართებზე კი ვაგრძელებთ საფარის მოწესრიგებას გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით“,-  აღნიშნა კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ.

ასევე ასფალტი დაიგო ფონიჭალაში, ბერიძის ქუჩაზე. ასფალტის საფარი 2700 კვ.მ-ზე დაიგო და მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია.

სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 85 000 ლარი გამოიყო.

აღნიშნულ მისამართზე ასფალტის საფარის მოწყობამდე გამგეობამ წყალარინების ქსელის მოწყობა განხორციელდა.

ქვემო ფონიჭალაში 2018 წლიდან დღემდე, საგზაო ინფრასტრუქტურა 28 მისამართზე მოწესრიგდა. ასფალტის საფარი დაიგო ისეთ მისამართებზე, სადაც აქამდე საფარი საერთოდ არ არსებობდა.