აბაშის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სოფელ მარანსა და სოფელ პირველ მაისში გზების ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის მეორე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები ხორციელდება. მიმდინარე პრექტები მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა, გამგებლის მოადგილეებმა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს: მაცხოვრისკარიდან სოფელ ძველი აბაშის მიმართულებით, გამსახურდიას ქუჩის IV შესახვევში და აკაკის ქუჩის ბოლოდან სოფელ კოდორის მიმართულებით.
მეორე ეტაპის სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 163 179 ლარს შეადგენს. პროექტი „რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან“ დაფინანსდა და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია სს. “არქეოპოლისი” ახორციელებს.