2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილის ვინაობა ცნობილია. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, 6 აგვისტოს, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე, კანდიდატების ნაწილზე შეთანხმდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარების სია ასე გამოიყურება:
ნიკა მელია – თბილისი (გლდანი);
ლევან ხაბეიშვილი – თბილისი (სამგორი);
დავით კირკიტაძე – რუსთავი;
გრიგოლ ვაშაძე – ქუთაისი;
აზერ სულეიმანოვი – მარნეული;
ხატია დეკანოიძე – თერჯოლა-ტყიბული-ზესტაფონი-ბაღდათი;
ლევან ბეჟაშვილი – გურაჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყარო-საგარეჯო;
გიორგი ბოტკოველი – თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი;
ბადრი ბასიშვილი – გორი-კასპი;
ვაჟა ჩიტიშვილი – ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი;
მელიქ რაისიანი – ახალქალაქი-ნინოწმინდა;
დევი ჭანკოტაძე – სამტრედია- წყალტუბო;
ცნობისთვის, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
როგორც ენმ-ს თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სხდომაზე იმსჯელეს შტაბში ფუნქციების განაწილებაზე და მაჟორიტარი კანდიდატების სტრატეგიაზე – რომელ რეგიონში რომელი მაჟორიტარი შეიძლება სჯობდეს.
„ჯერ არ შევჯერებულვართ, მაგრამ გადაწყვეტილებასთან ახლოს ვართ. ამიტომ ძალიან მალე, როდესაც წარდგენა იქნება, ამას გაიგებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.