მარტვილის სოფელ თამაკონში მილხიდები ეწყობა და გზები იხრეშება

360

მარტვილის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

მარტვილის მერიის ცნობით, თამაკონის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ გამოიყო 44 000 ლარი. მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები.

ამ დროისთვის, თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები:

თამაკონი – მილხიდის და გაბიონის მოწყობა;
თამაკონი – გზის მოხრეშვა;
თარგამეული – წყალამრიდი ფრთების და გადასასვლელის მოწყობა;
ირველი ნამიკოლაო – წყალამრიდი ფრთების და მილხიდის მოწყობა;
პირველი ნამიკოლაო – არსებული მილხიდის რეაბილიტაცია და გზის მოხრეშვა;
პირველი ნამიკოლაო – ხვიჩიების უბანში გზის მოხრეშვა.

თარგამეულში ცენტრალურ გზაზე მილხიდს მოწყობა, ცხაურის მოწყობა, სანიაღვრე არხის გაჭრა და გზის მოხრეშვის სამუშაოები დასრულებულია.

უახლოეს დღეებში, თამანკონში და პირველ ნამიკოლაოში, გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.