მარტვილის მუნიციპალიტეტში აგრარული ბაზრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო პავილიონი შენდება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.
მარტვილის მერიის ცნობით, აგრობაზრის მოწყობისთვის 118 459 ლარი გამოიყო.
“პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებს ი.მ სოსო გოგია ასრულებს. პროექტი გარემოვაჭრეებთან კონსულტაციითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.