“ფინანსები არ გვაქვს” – ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

828

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ტენდერი ივნისში უნდა გამოეცხადებინა. სააგენტოში აცხადებენ, რომ ფინანსური პრობლემები შეიქმნა და პროცესი შეჩერებულია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 23 იანვარს, ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

ამ დრომდე, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი არ გამოცხადებულა.კულტურული დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, მუზეუმის რეაბილიტაცია პანდემიის გამო შეფერხდა: „გადაიდო კოვიდის გამო, პრობლემები შეიქმნა, დროშიც ვერ ესწრებოდა და გარკვეული ფინანსური პრობლემებიც წარმოიქმნა, ამიტომ ჯერჯერობით საკითხი ისევ ღიია, მაგრამ როგორც კი ცოტა გაგვიუმჯობესდება ფინანსური მდგომარეობა, მაშინვე დავიწყებთ ამ პროცესს“.

როგორც ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი, თინათინ მამასტარაშვილი ამბობს, მოლაპარაკება მიმდინარეობს ადგილობრივ თვითმმართველობას, IDS ბორჯომსა და სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას შორის.

„სააგენტოს უნდა, რომ ჩვენი მუზეუმი დროებით, რეაბილიტაცის დროს, გადავიდეს პარკის შესასვლელში არსებულ ძველ შენობაში, რომელიც მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. სააგენტოს ინიციატივაა, რომ IDS ბორჯომმა გააკეთოს ეს შენობა და შემდეგში აქ „ბორჯომის წლის“ მუზემუმი გააკეთონ. ამაზე მოლაპარკება მიდის და ჯერჯერობით არ ვიცით როგორ გადაწყდება“,– განცხადა მუზეუმის დირექტორმა.

აღმოჩნდა, რომ სააგენტომ ვერ ეს ინიციატივა განახორციელა:,,სადაც გვსურდა, რომ ექსპონანტები გადაგვეტანა, იქ ჯერ რემონტი უნდა გაკეთებულიყო, რადგან ექსპონატები დროებით უნდა განგვეთავსებინა, თუმცა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, ამიტომ ისევ ეს მუზეუმი გაიხსნება“,– განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ნიკა ანთიძემ.

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ამბობენ, რომ დამთვალიერებელი მათთან მისვლას 20 აგვისტოს შეძლებს. რაც შეეხება ბილეთის ფასს, უცვლელი რჩება. როგორც ადგილობრივების, ასვე უცხოელი ტურისტებისთვის ბილეთის ღირებულება 5 ლარი იქნება, შეღავათები კვალავ დარჩება გარკვეულ ჯგუფებზე.