ყოველთვის უნდა მოვიხადოთ ბოდიში, თუ სადმე შეგვეშალა, – ამის შესაახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, „ვარდების რევოლუციამ“ ბევრი კარგი მოიტანა, თუმცა იყო ნაკლოვანებებიც, რაზეც თვალის დახუჭვა არ უნდა მოხდეს.
„ვარდების რევოლუციამ“ შეძლო, გაემთლიანებინა ის უფსკრული, რომელიც სამოქალაქო ომის შემდეგ წარმოიშვა ზუგდიდსა და სამეგრელოში. „ვარდების რევოლუციამ“ შეძლო გაემთლიანებინა და ის წყლულები მოეშუშებინა, რომელიც სამოქალაქო ომმა დატოვა. „ვარდების რევოლუციის“ მერე იყო წინსვლა, განვითარება, მაგრამ თვალი უნდა გავუსწოროთ შეცდომებსა და პრობლემებს. ჩვენ საჯაროდ უნდა დავდოთ პირობა, რომ განვითარება და წინსვლა აღარ იქნება ადამიანის უფლებების ხარჯზე. ეს არის ჩვენი მტკიცე პოზიცია და სწორედ ამ პოზიციით ვაპირებთ გამარჯვებას. ჩვენ არასდროს უნდა მოვითხოვოთ გაკეთებული საქმეებისთვის და წარმატებისთვის მადლობა, მაგრამ ყოველთვის უნდა მოვიხადოთ ბოდიში, თუ სადმე შეგვეშალა. ესეც არის ჩვენი მტკიცე პოზიცია წარსულთან დაკავშირებით, რომელიც არის მშობელი მომავლისა“, – განაცხადა უგულავამ.
დღეს “ევროპული საქართველომ” რეგიონებში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა.