გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის ფონზე, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
სახელმწიფო რწმუნებულის გადადგომას მისი მოადგილე ლევან ცხვედიანი ადასტურებს. რა გახდა ჯაფარიძის წასვლის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
“მე ვარ სტიქიებზე და ასე უცბად გავიგე. ეხლა გავიგე მეც და აზრზე არა ვარ… მე მითხრეს, რომ არჩილ ჯაფარიძემ პოსტი დღეს დატოვა. ახლა ონის სოფლებში დავდივარ და ვერ ვტოვებ ამ ადგილს იმისათვის, რომ ჩავიდე ონში და გავარკვიო. რის საფუძველზე დატოვა არ ვიცი, უბრალოდ მითხრეს, რომ დატოვა თანამდებობა“, – ამბობს ცხვედიანი.
სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას არჩილ ჯაფარიძე 2017 წლიდან იკავებდა. ჯაფარიძე 2014–2017 წლებში ამავე რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ მუშაობდა. მანამდე კი იყო ამბროლაურის საკრებულოს წევრი.