თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

500

წინა სტატია

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გიგაშვილმა განცხადება ცოტა ხნის წინ მერიაში გააკეთა.

მისი თქმით, ის გრძნობს მორალურ პასუხისმგებლობას მისი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე, რომელიც ვაკის პარკის ტრაგედიის შემდეგ დააკავეს და მიზანშეწონილად მიაჩნია, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, რათა ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

“მინდა განვაცხადო, რომ ვინაიდან დატრიალებული ტრაგედიის გამო ჩემი მოადგილე ამ ეტაპისთვის არის დაკავებული, მე როგორც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, რა თქმა უნდა, ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე ყველა თანამშრომლის მიმართ. ამიტომ ვთვლი, რომ საჭიროა დავტოვო ჩემი თანამდებობა – გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტი. სრულად ვითანამშრომლებ გამოძიებასთან რათა დადგინდეს სიმართლე, თუ რეალურად რა მოხდა ამ ტრაგედიის დღეს და ყველა იმ კითხვას, რომელიც არსებობს საზოგადოებაში გაეცეს პასუხი” – განაცხადა გიგაშვილმა.