ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაალ მიქელაძემ 4-წლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა

517

წინა სტატია

ზაალ მიქელაძე, რომელიც ”ქართული ოცნების” კვოტით ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, თანამდებობიდან გადადგა. ჯანდაცვის მინისტრის რანგში მან დღეს ოთხწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

მისი მუშაობის პერიოდში ამოქმედდა ძვირადღირებული სამედიცინო სერვისები, როგორიცაა, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, რომელის დაფინანსება დაიწყო საქართველოსა და უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე დაიწყო ონკოლოგიური პაციენტებისა და გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ასევე მიმდინარეობს ფსიქიკური პრობლემების მქონე შშმ პირთა და გერიატრიულ პაციენტთა თავშესაფრით და საცხოვრისით უზრუნველყოფა.

”ოცნების ქალაქი, სადაც 582 ბინიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს არის ყველაზე დიდი და საამაყო პროექტი, რომელიც ათასობით მოქალაქეს ეხება. ჩემთვის როგორც პედიატრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ეხება 1000 ბავშვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის იყო ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტთა მხარდაჭერის პროგრამა, რომელშიც ჩვენ 15 000 ლარის დაფინანსებით შევდიოდით და დამატებით. მიმდინარე წელს კიდევ 5000 ლარით გაიზრდება,” – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

“პროფესიონალი და ეფექტური მენეჯერი,“ – ასე შეაფასა ეკატერინე ტიკარაძემ უკვე ყოფილი მინისტრის საქმიანობა, რომელიც ზაალ მიქელაძის ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

ზაალ მიქელაძე ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე 2016 წლიდან მუშაობს. ის პროფესიით ექიმია.

ზაალ მიქელაძემ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოსტი დღეს დატოვა.