ზაალ მიქელაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს

718

ზაალ მიქელაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს. შესაბამისი განცხადებით ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, დღესვე, სამინისტროს მუშაობის ოთხწლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ მიმართავს.

ზაალ მიქელაძე პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია ქობულეთში და როგორც თავად ამბობს, თანამდებობას წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე იმიტომ ტოვებს, რომ მისი პოსტი პოლიტიკური სპეკულირების საბაბი არ გახდეს.

მინისტრის ოთხწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას დღეს თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძეც ესწრებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიქელაძეს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და მოახლოებულ არჩევნებში წარმატება უსურვეს. მათ ასევე პანდემიის პირობებში აჭარის ჯანდაცვის სისტემის ეფექტურ მუშაობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით მიქელაძის გუნდის წარმატებაზე გაამახვილეს ყურადღება.