აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზაალ მიქელაძეს ნინო ნიჟარაძე შეცვლის

441

წინა სტატია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის პოსტზე ნინო ნიჟარაძე დანიშნა. თორნიკე რიჟვაძემ ნინო ნიჟარაძე გამორჩეულ პროფესიონალად და ეპიდემიოლოგად დაახასიათა.

მისი თქმით, ნინო ნიჟარაძემ, რომელსაც მანამდე მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, განსაკუთრებით გამოიჩინა თავი კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით.

თავის მხრივ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყოფილ მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ზაალ მიქელაძე წარმატების შეძლებს, გახდეს ქობულეთის მაჟორიტარი.

ზაალ მიქელაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს. შესაბამისი განცხადებით ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, დღესვე, სამინისტროს მუშაობის ოთხწლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ მიმართავს.

ზაალ მიქელაძე პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია ქობულეთში და როგორც თავად ამბობს, თანამდებობას წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე იმიტომ ტოვებს, რომ მისი პოსტი პოლიტიკური სპეკულირების საბაბი არ გახდეს.