ქალაქ ბორჯომში ახალი მხატვრული მოაჯირები მოეწყობა

670

ქალაქ ბორჯომში, ბარათაშვილის ქუჩაზე ლითონის მოაჯირების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.  გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის თქმით, ამჟამად მიმდებარე საყრდენი კედლის მოპირკეთების სამუშაოები ხორციელდება, რის შემდეგ ქუჩის გასწვრივ ახალი მხატვრული მოაჯირები მოეწყობა.

ტერიტორიაზე დასრულებულია ასევე გაზონისათვის ტერიტორიის კეთილმოწყობა, სადაც გრუნტის შეტანისთანავე დაითესება კოინდარი.
ბარათაშვილის ქუჩა, ცენტრალურ-პარკთან მისასვლელ ერთ-ერთ ქუჩას წარმოადგენს და ტურისტულად დატვირთულია. მისი კეთილმოწყობა კი მუნიციპალიტეტისათვის პრიორიტეტს წარმოადგენს.

აღნიშნულ ქუჩაზე 2 წლის განმავლობაში განხორციელდა საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია. კეთილმოეწყო ასევე ქუჩაზე არსებული მოსასვენებელი ადგილები.

პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ 49 449 ლარით დაფინანსდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი