“დაგეგმე შენი ბიუჯეტი” – პროექტი ახალციხელებისთვის

458

Usaid-ის მხარდაჭერით, ახალციხის მუნიციპალიტეტში პროექტი “დაგეგმე შენი ბიუჯეტი” ხორციელდება, რომლის ფარგლებში მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა წარადგინონ იდეები მათი თემის, სოფლის ან ქალაქის პრობლემის მოსაგვარებლად. იდეა, რომელიც მოაგროვებს ყველაზე მეტ ხმას, დაფინანსებას ახალციხის 2021 წლის ბიუჯეტიდან მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მოქალაქეებს იდეების წარდგენა შეუძლიათ ელექტრონულად ახალციხის მერიის ვებ-გვერდის მეშვეობით, 2020 წლის 31 ივლისამდე.

გადაცემა მომზადებულია პროექტის „მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის პიარ კამპანია ახალციხეში“ ფარგლებში, USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით.