მიმდინარე წლის შემოდგომაზე ქალაქ გორის მე-4 და მე-14 საბავშვო ბაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ამის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის მერიამ 9 აგვისტოს მიიღო. ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, სამუშაოები სექტემბერში დაიწყება და მაქსიმუმ 60 დღის განმავლობაში, ზამთრამდე გაგრძელდება.
პროექტის ფარგლებში მე-4 საბავშვო ბაღში გაარემონტებენ ოთახებს, საკანალიზაციო სისტემებს და გამოცვლიან ელსადენებს. რაც შეეხება მე-14 საბავშვო ბაღს, კეთილმოწყობის სამუშაოები ჩაუტარდება ეზოს და სველ წერტილებს. ჯამში, მერიის ბიუჯეტიდან 46 000 ლარი გამოიყო.